მესაიდუმლევ..?


რამდენი რამე დავკარგე კაცმა, 
ძებნისას უკეთესის მე იმედად, 
Ეს სინანულის სათქმელი არის? 
თუ ამის წაღება არ მსურს იმქვეყნად? 

შენ იყავ ჩემი, მესაიდუმლე,
ლხინშიც და ჭირშიც ბევრის ამტანი
მაგრამ მივადექ, ზღურბლს კარისასა
გამიღებ? არადა და თავით ვარ გამტანი.

Შენ იყავ ჩემი ნახევარსული
და ჩემი თავი ვისღა მივანდო
მერე ამდენი ან საიდუმლო?
ან სიყვარული ვისღა გავანდო?

ვიმსახურებდი ალბათ ასეა 
ქვეყნად ბოროტიც საჭირო არის 
ჰო, შენი ღირსი, და საკადრისი
ვიცი არასდროს მე არ ვიყავი.

ოღონდ შენ ჩემო მესაიდუმლევ
და ჩემო ძველო ნახევარსულო.
ჩვენი ამბავი თუ დაგავიწყდეს, 
ჩემი სახელი, არ დაივიწყო.

ნ. დ-ს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი