ჭირისუფლის სევდა
კარზე შემდგარს, ზღურბლზე ფეხი უეცრად რომ შეგიკრთება, მაშინ იგრძნობ თუ რამდენი, ცხოვრებიდან დაგაკლდება, ვერ გაბედავ შიგნით შესვლას, შიშით რომ იქ არ დაგხვდება სადაც ბოლოს ის დატოვე გზაზეც აღარ შემოგხვდება. არც ოთახში სადაც ბოლოს დაასვენეს შენი მკვდარი, კარგ ხანს ოჯახს არ უქადის მზიანშიც კი გარეთ დარი... ვერ გაბედავ შიგნით შესვლას სიცივესაც იგრძნობ მწარეს სავსე არის სახლი ხალხით და დარჩები მარტო ღამით. შენს ფიქრებთან გამკლავებას უშედეგოდ შეეცდები, ცრემლსაც დაღვრი მაშინ იგრძნობ უმისობას ვერ შესწვდები... Მაგრამ უკვე გვიანია, მიაბარეთ იგი მიწას, იქ დატოვეთ სამუდამოდ ამის ფიქრში დღემდე გღვიძავს. თვალწინ გარბის, დღე წამივით თითქოს ამასაც ეჩვევი მერე ხვდები რომ ჯერ ისევ Იმ კართან ხარ არ ინძრევი. ბოლოს შედგამ, სიმწრით შედგამ ფეხს გატენილ სახლში მაგრამ ჯერ ასეთი ცარიელი არ გინახავს და ვერც ნახავ... ჭირისუფლის სევდა დაგსდევს სადაც წახვალ ის დღეები, მაგრამ ბოლოს დროსთან ერთად წაიშლება ყველაფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი