გიას, თემურისა და ტატოს


ჯერ რა გავიარე? გზაც ვერ ჩავიარე
და სულ ახალგაზრდამ , ბედსაც ჩავუარე 
აღარ მიწყალობა, ვეღარ გავიხარე
სიკვდილი წინ შემხვდა თავი დავუხარე. 

ოღონდ მაპატიე, დედი მაპატიე 
სიკვდილს შევუშინდი, მასში გავეხვიე 
Მე კი ვეცადე რომ მას არ ჩავეთრიე
ოღონდ  მომეფერე, დედი მომეხვიე... 

დედი მაპატიე, უნდა დამიტირო 
Შენი გამოზრდილი, შენი გაჩენილი 
იმდენი არ ქნა რომ მეც კი ამატირო 
ყველა მაპატიე ცოდვა ჩადენილი. 

ღამეც გამითენე, სნეულს სასთუმალთან
ჩუმად იქვითინე, ბედის სამდურავთან 
სუნთქვა გააგრძელე, მაგით მომეხმარე 
მიწად დაცემული, ფეხზედ დამაყენე! 

მიწაც მიმაყრე, ქვებში შენარევი
ვიცი!!! მაგის მერეც მუდამ გეყვარები 
მიწაც ვერ გვაშორებს, უკვე მელანდები,
დედი აქ ხომ ცივა?! უკვე მენატრები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი