მონანიება
ისევ ძილი მომერია უკვე, და ეს გული დღემდე ისევ ფეთქავს... შენს გარეშე, თუმცა ახლა, კიდევ მხოლოდ შენთვის! მხოლოდ შენით ფეთქავს. სიცოცხლე მანამ შენ მოხვიდოდი, შავთეთრ ფილმსავით იყო უფერო, გულმოკლულ კაცში გულს რომ დაეძებს, ისეთ ფილმს გავდა, ვით უსულგდმულო... სულიც დავკარგე, გრძნობას ვინ ჩივის, კაცი უგულოც გახდები, თურმე მზერა ნაკლული, უსიყვარულოდ, ბოროტების მეტს ვერაფერს ვუმზერ... უაზროდ წერას ვუნდები ახლა, Რადგან, სხვა რამე ვეღარ მამშვიდებს, დავსდევ, ჩემსავე გულმოკლულ გრძნობას და გრძნობა კიდევ აქეთ დამეძებს.. Მაგრამ ხსნა არის, მონანიება და ცოდვა ყველა მიტევებული ერთ დღესაც აღდგა, უნებლიედ ის მეექვსე გრძნობა მივიწყებული. და სწორედ მაშინ როცა ვღელავდი, როცა არავინ იდგა ჩემს გვერდით მაშინ მოხვედი შენ შენი ფეხით როგორც მოდიან ანგელოზები... მაგრამ გავა დრო, წაიღებს ტკივილს დამეჯიბრები რამეზეც იქნებ... Რადგან მე ვხვდები, ახლა ვიაზრებ Მე სიყვარულში ვმარცხდები ისევ. წუთისოფელში ყველას გავუგე, უკოშკოსაც კი ციხე ავუგე, მაგრამ, უბედურს_ყველაზე მეტად, Მე... ვერავინ ვერ გამიგო, ქვეყნად. არვიცი... ვის? ალბათ "იმას". 2024 წლის ივლისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი