ჩაუბარებელი აღსარება


ადამიანმა ღმერთიც კი მოკლა
და შენ ვინ ხარ რომ დაგინდოს
მაგაზე ნუ ბჭობ, იმაზე იფიქრე. ღმერთმა ცოდვები შეგინდოს. 

ადამისაგან თმენას ნუ ელი
ნურც ევასაგან ნუ ელი შველას 
ხომ იცი ბოლოს რაც ხდება ხოლმე? 
მოეთხოვება პასუხი, ყველას! 

ყველა უმწეო რისხვას გაივლის  
ტყუილუბრალოდ  არცერთი!!! მჯერა... 
სადღაც, სიკვდილის საწერტელეთში 
სადღაც უჩრუმში გადადის ყველა. 

ოღონდ.. არ შეცდე, არ დაიჯერო 
ხსოვნაში ეჭვი არ შეიტანო 
და Შენი ნებით გოლგოთისაკენ 
მიმავალი Გზა არ დაისწავლო. 

სხვა დანარჩენიც წარმავალია
მაგრამ ისინი მიდიან სხვაგან 
მიდიან სადაც მუდამ ელიან 
იმსახურებენ? ასეა, განა. 

ნუ ფიშმანობ და ნურც ფიქრობ 
ღმერთმა ცოდვები შეგინდოს... 
ადამიანმა ღმერთიც კი მოკლა 
და შენ ვინ ხარ რომ დაგინდოს?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი