იქნებ...


სიზმრებში... სადღაც შორს არის სევდა, 
რეალობაში სულ თან რომ დამდევს, 
სიზმრად მისულს რომ გამეღვიძება 
ცხოვრება ტანჯვას, გვერდით მომიწევს. 

მომიწევს ასე, მომისჯის კანონს,
დამსჯის... წამლეკავს... და თან დამამხობს
დააბრალებენ ბედს და მის წერას 
გაგიხსენებენ სატანჯავს ყველას. 

სულს შეგიწოვენ, ჯადოთი, დენთით
ნათრევს და ნაგლეჯს მოგცემენ პერანგს, 
გაგხვევენ შიგნით, არ გინდა? მაინც! 
Ეს ელის შვილებს ადამის, ყველას! 

ნეტავ, ასეთი რა ცოდვა გვადევს?! 
რწმენაში ეჭვსაც კი შეიტანს ყველა 
მერამდენეა ღმერთო ეს უკვე, 
ახალგაზრდების სიცოცხლის დევნა? 

Შენი თვალებით, უკვე ნათელით, 
ჩემს მიერ მოკლული მიყურებს ღმერთი, 
სარკმელშიც უკვე ვერაფერს ვხედავ,
მხოლოდ თვალები მიცქერენ 
ერთი. 

და ვფიქრობ ასე, ვიჯერებ ამას
და მახრჩობს ფიქრი მე ერთი, 
იქნებ და... ესეც კი სიზმარია, 
ჩვენი სიცოცხლეც და ღმერთიც...

ნიკა ბარამიძის ხსოვნას.

2024 წლის 22 მაისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი