იდიოტი განა?
მე ერთი სულელი, რუსეთის მთებიდან, ურუსო რუსეთზე შემკვდარი ვირივარ, Შენ სათნო, კოხტა და მებრძოლი გოგონა, ჩემნაირისთვის უწვდენი მეგონა. Მე ერთი უაზრო, იდიოტ_ სახელად ვერაფრით შევძელი გრძნობების გამხელა, მხოლოდ შენ შემომხვდი იდიოტს მეგზურად, მაგრამ მე გაგიშვი ბედისწილ სამდურად. რუსეთის მთებისკენ ქრისტესად მოვდივარ, და მერე ბნედილი უგზაოდ მივდივარ, მხოლოდ შენ შემაბი ამ ბედის მორევში, მიყვარდი, ვერ ვგრძნობდი სიყვარულს ბნედაში. მერყევი ბუნების პატრონად დამბადა, და ღმერთმა ყოველი ცოდვანი გამხადა, მიყვარხარ! შენ ჩემი რომანის მთავარო, Მას მერე მიყვარხარ, როს მითხარ-თავადო!!! ამ ნაზი გრძნობების პატრონო აგლია, ჩემს უბოროტო გულს ჯერაც აკლია, აკლია ხმა შენი, დაცინვაც აკლია, რამაც ამ ყოველში ძალითვე გამხვია! მივდივარ, გშორდები შორს იყოს რუსეთი, და ჩემი ყოველი, წყეული როდსტვენი, სიხარბით შორსმდგომი , გაგშორდი უბედურს, სიკვდილი მეწვია, სიკეთის მებადურს! მინაწერი წიგნზე :ფიოდორ დოსტოევსკის "იდიოტი"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი