სიყვარულის ტახტები


ერთ იას, ლამაზს სურნელოვანს მისი წესისებრ 
შემოხვეოდა ირგვლივ ბევრი მსურველი მისი 
ბევრი ხვდებოდა, ვერ შეწვდებოდა მის სილამაზეს, 
ბევრი წუხდა რომ ვერ შეიქმნა შესაფერისი. 

იას კი ამაყს, თავგადასულს მისი ვნებებით 
თავს წამოჰკროდა ბინდი უცხო თვალამხილველი 
ვეღარ არჩევდა მის შესაფერს და მის საკადრისს 
და მის სინაზეს არ გაუჩნდა ვინმე მნახველი. 

ასე მოედო მის სილამაზეს ღვარძლი გრძნეული, 
შორიდან მყოფი ვარდ-ბულბული მას შესცქეროდა, 
მწარე ყოფილა განჩინება ბედის წყეული, 
და სიყვარულის უნიათო ასე დაცემა. 

დღითიდღე ღვარძლი, ყვავილს აჭკნობდა 
და სილამაზეს უსირცხვოდ სწოვდა 
და ია გრძნობით დატყვევებული 
მისთვის უკადრის ვეღარა გრძნობდა.

Მაგრამ ზედ თქმული, არცერთი სიტყვა, 
მინდვრისა იას არა ეხება, 
ია-ში მრავალი ჩავმალე გრძნობა 
და საყვარელზე ნანატრი შეხება. 

რამდენი სიყვარული წარსულს ჩაბარდა, 
რამდენი ალბათ, უთქმელადვე ჩაემხო, 
ალბათ იმდენივე ტყვია გავარდა, 
რამდენიც სიყვარულის ტახტი დაემხო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი