ნენე


წვეთად ცრემლი დავარდა, 
ნენეს ნაციებ ხელებზე ერთგან, 
მისი ხელები იყო, ყოველი 
მიფათურებდა ყოველთვის, ყველგან.

მისი ალერსი _შემონახული, 
მისი თვალები_ ტანჯვანარევი, 
მისით იწყება და იწყებოდა, 
მისით მთავრდება დღენი, ყოველი. 

არა, არ იყო ცივი ნამდვილად, 
ძლიერი იყო, განსხვავებულად 
ერთსაც კი  ვერ გამოიჭერდით
სიტყვას დაცდენილს, ბედის სამდურად. 

რამდენი ვინმე მან მოინელა, 
შვილიც იტირა, ქმარიც და რძალიც
რამდენი რამე ნახა ჭირშიგან, 
რამდენი ტკივილი, სევდა და ბრაზიც. 

ტკივილით დაღლილს ერთხელ არ ეღირსა
ბავშვობა ენახა მშობელის თვალში, 
და მის მშობლებთან მას ეამაყა 
როგორც გაყოლილს მათ კეთილ კვალში. 

ერთს ვერ ნახავდით, რომ ეწუწუნოს, 
ანდა თავისი ბედი ეზრახოს, 
მეტი არ მინდა, და არც გთხოვ ღმერთო, 
ნენეის ნაირი ქალი მენახოს. 

ჯანდაბას, ტანიც, თვალიც და წარბიც, 
წყალს გავატანდი ყველაფერს მისთვის,
ოღონდ უფალო მაღირსე ერთხელ, 
ქალი დავნიშნო ნენეის მზითვით. 

ისე უშიშრად მიუდგეს მის ბედს 
როგორც შეშვენის ამ ნენეს სარძლოს
რომ მის სახლკარში მოსიარულემ
რამე შეცდომა მისდამი არ ზღოს. 

ასეთებს ცოტას თუ გვაღირსებს ღმერთი, 
სინაზით ტრფობას, გვჩუქნის გვანახებს, 
ო, გევედრები უფალო ჩემო,
ნენეის ნაირი ქალი მანახე!

მინირე ზოიძეს
ჩემს ნენეს...გორგილაძის ქალბატონს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი