დუმილი ფიქრებს შორის


არაფერი არ დამთავრდა ამით, 
არაფერი არ იწყება დღეიდან, 
ოცნებები ოცნებადვე დარჩება,
დამწვარი ვარ შიგნიდანაც, გარედან.

მწუხარებას სევდა მოაქვს მწარე, 
ცრემლის წვეთი გივარდება თვალიდან, 
Მე მასეთი უთვალავი ვღვარე, 
სულ თუ არა, შენი ნახვის წამიდან. 

გვიან მივხვდი, მორცხვობაში რა ვმალე,
შორს წავედი ჩემს ფიქრებში გრძნეული, 
მაგ სურვილში ჩამარხულმა რა ვნახე?
სხვის სარეცელს ნებით იყოფ, წყეული.

ოცნებები_ოცნებობენ, 
ოცნებად... 
დამრჩა ყველა სანუკვარი შეხება, 
ერთს ვუფრთხილდი ჩემი დღე და მოსწრება,
ვერ ვიკადრე უკადრისის ბოძება.

და მან, ვინც ეს ყოველივე გაკადრა,
შენით დატკბა მე დამიჯდა ას ცნებად 
ალბათ მიტომ დავისაჯე განგებით
Შენი კოცნა დამრჩა ერთი ოცნებად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი