გადაწყვეტილი სიჩუმე


დღეს ისევ შეგხვდი, ისევ იმ ადგილას
რომელიც ჩემთვის ყვაოდა ერთ დროს 
მაგრამ დღეს იგივე ვეღარ ვიგრძენი 
რა სიყვარულიც მაშინ მე მერგო, 

რამდენი ლანძღვაც ამატანინე 
რამდენი ქილიკი შენგან, სხვებისგან 
რამდენი აზრიც ძალით გავდევნე 
და შენს სიყვარულს ვერ მოვერიე 

ყოველ წამს, როცა ვფიქრობდი ერთზე 
არ იყავ შექმნილი ჩემთვის ამქვეყნად 
და სწორედ მაშინ შენგან ვიღებდი 
თვალებს და მზერას, ჩემსავე მტანჯველად.

Შენ ასე ისურვე, შორს მომიზღუდე 
ვინ იცის იქნებ კვლავ მოინდომებ, 
მაგრამ ყოველი მოხდა შენითვე 
და მე ნურაფერს გადმომაბრალებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი