გემშვიდობები
გემშვიდობები... ბოლოჯერ მართლა, დაცხრა ჩემ გულში ვნებების ცეცხლი, მიდი-მოდიან ფიქრები ახლა, ვემშვიდობები სიყვარულს ვერ ქმნილს. გემშვიდობები ბოლოჯერ უკვე, საკუთარ თავის ვისწავლე ფასი, უფრო კეთილი რომ ვიყო ახლა, ამ უნიათო გრძნობების დასის. წავეკიდები ალბათ მომდევნოს, ვინ იცის შეცდომას რამდენს დავუშვებ, რამდენს მოვკიდებ ხელს უნიათოს, გამახსენდები და კვლავ გავუშვებ. გემშვიდობები დიდი ხანია, ვინ მოსთვლის რამდენი ვარღვიე აღთქმა, და ყოველ ჯერზე ნიჭით მოკლული, შენი თვალები ჩემს თვალწინ აღდგა. დამიდგა თვალწინ, შიგ ჩამახედა, მითხრა შენი ვარ, შემიღირსიე, და ისე აბუჩად დამიწყო ცქერა, კაცს ეგონება ვერ ვიღირსიე. და მეც დავბრმავდი, კვლავაც მივენდე, შეშლილ ხმაურში მივყევი შენს ხმას, არადა რამდენჯერ ვუყურე წყენით, Შენი სხეულის სხვის მიერ ფერხვას. არ ვიცი ჩემს თავს რაღა ვუწოდო, ამდენი რამის ატანის შემდეგ, ერთხელ თუ კიდევ დამიცდა ფეხი, დიდი შანსია რომ ვეღარ ავდგე. გემშვიდობები... ბოლოჯერ კვლავაც, ვინ იცის იქნებ მეშველოს ახლა, და ვაღიარო ეშმაკი შენში, და ჩემში კვლავაც გარინდდეს დაღლა. Მაგრამ, ყოველი იმით მთავრდება, რომ ანგელოზიც ეშვება დაბლა, და შარიშურში მიემართება, ჩემი ყოველი, სიმტკიცე, დაღლაც. ისევ ვდგამ ნაბიჯს, ვიწევი შენკენ, შენით დამტკბარი სადღეღამისოდ, და ამ სულწაშლილ წუთისოფელში, მაინც შენ შემრჩი სამარადისოდ! 2025 წლის 13 იანვარი. იცის "ვისაც".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი