აღსარებასავით
აღარც ქნარებში ტირის აშიკი, აღარც მტარვალი ბრუნავს გენია. დაფასდი, არადა მეტს იმსახურებ, ყოველი სიტყვისთვის, რაც დაგცდენია. ყოველი ლექსისთვის, თმენისთვის, ცრემლისთვის, მიგვეზღოს ყველას რაც შეგვიცოდია. არადა ეს შენი მზითევი ნამარხი, ახალი თოვლივით გულზედვე მფენია. ჩოხად მაქვს ლექსების შენი წიგნები, და ხანჯლად-სიტყვები დანაზე მჭრელია, ვეფხისტყაოსნის დარი გაქვს სანთლები, მაგ სანთლის გარეშე ვაი რომ ბნელია... მირონი! ნაზილი შენს ფაფუქ რითმებში, ახალი თოვლივით, წმინდა და სუფთაა, ვერავინ გაგვიგო მემგონი წადილი, არადა... თხოვნა ხომ ყველასთვის მუქთაა. ხოდა შენც იცოცხლე! გაბრწყინდი, გამშვენდი, ყოველი შეგენდოს რაც წამოგცდენია, მადლობა! ყოველი ნაცადი დღისათვის, მადლობა, ჩვენკენ რაც გამოგიწვდენია. და ასე წავიდა... მოგშორდა სამშობლოვ, დედაო, ერთგული მესიეთელი, რომ შენი სასახლის დამხობილ ტახტებზე, ერთიც კი არ დასვა ცრემლდაუდენელი. მაგ ლექსზე ნასწავლმა, გაზრდილმა ნეტავი, რამდენმა ეცადა, ეპოვნე... ვერ გნახავ. მე მერგო პატივი გიწოდო პირველმა, ზურაბის ცრემლებით დამბალი ქვეყანა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი