დასაფიქრებლად


ჩუმი ჩურჩული ჩამესმა ყურში, 
რამაც გაცეცა სულ არემარე, 
გზა გავაგრძელე, მივდევი კუდში, 
იმ ხმას, იმ ჩურჩულს თან დავემგზავრე. 

მივყევ, მატარა, ხიდს მიმიყვანა, 
და უცებ შეწყდა, შევცბი მე უცებ 
მიდიო მითხრა და წამაბორძიკა, 
მიდი შეახეო ეგ ხელი მნუკველს. 

შეახე მნუკველს, გახსენი კარი, 
აღარაცერთი დატოვო კვალი, 
გააქრე, შენც გაქრი როგორც პეპელა, 
ისტუმრებს რაც ქონდა სამი დღე ვალი. 

მიდიო, მითხრა და წამომკრა ხელი, 
აბობოქარდნენ ტალღები ქვეშით, 
რომ გადავხედე მეთქი ამისთვის, 
ღირს განა ცხოვრება ასე ამ შიშით? 

ერთხელ ნაბოძებს, ერთხელ წაიღებს, 
ღმერთი მაღალი მაღლითმჯდომელი, 
მერე რა იციო რომ მან არ ბრძანა, 
შენი აქ მოყვანა, ბატონმა ყოველის! 

-მომელის? 
-მართლა? ნუთუ მეც გამწირა, 
ან იქნებ ამით გადამარჩინა, 
რომ ეს ყოფილა ჩემი ცხოვრება, 
Მას მერე დედამ რაც გამაჩინა. 

დაბადებაც ხომ სწორედ მან ბრძანა, 
მაშინ რაღატომ შემომეზმანა? 
ან ახლა რატომ არ მინდა წასვლა, 
არადა მომბეზრდა ყოველი მართლა. 

ჰოდა მიდიო, კიდევ წამბიძგა, 
გაწია ხელი და თან გადაეშვა, 
ღმერთს მაღლით ცაზე მთვარე აეშვა, 
თავი რომ ავწიე შორს იყო ტალღებში, 

რაღაა... უკეთესს რას ვინატრებდი, მთვარე დამცქერის ჩემი მეგზური, 
ფეხქვეშ წყალი მაქვს ცრემლებით სავსე, 
და სიკვდილს მაინც რატომ ვემდური? 

უცებ განათდა გონება წამით, 
თვალწინ დამიდგა ყოველი კაცი, 
ვისაც კი ჩემი იმედი ჰქონდა 
და ვისი იმედიც თავადვე მქონდა. 

უკუვდექ სწრაფად, მიმოვიხედე, 
თურმე ეშმაკში დამედო ბინა, 
რომელიც თვით ეშმას თავისი ნებით, 
საუკუნის წინ ეტოვებინა. 

ზურგი ვაქციე იმ ხიდს, იმ ტალღებს, 
და შემოვბრუნდი მე  ხალხისაკენ, 
Მე ჩემს ხალხს სწორედ რომ ვსჭირდები ახლა, 
პირი არა მაქვს სიკვდილისაკენ. 

სულ ერთი კაციც რომ იყოს ქვეყნად
რომელიც შენს ნახვას წამით მოელის, 
მისთვის იცოცხლე და შეიყვარე, 
თორემ ხომ  სიკვდილი ისეც მოგველის!?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი