იმედი_აღარ


და ასე ჩაქრა ბოლო სანთელიც, 
ისიც მინელდა და დაიღვენთა,
კვლავაც გპატიობ, შეგინდობ ცრემლებს,
რაც კი ჩემს ხელზე შენით ეწვეთა. 

სანთლის ჩაქრობამ სულ ჩააბნელა, 
ბნელა ჩემს სულშიც, და გულშიც ალბათ,
ნეტავი რაღას ველოდო უნდა, 
ანდა რის იმედი ვიტოვო ახლა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი