იუდა


Შენ შეიძლება იყო იუდა, 
შენს სისხლში ჩქეფდეს ღალატის ფერფლი,
ოცდაათ ვერცხლად ჰყიდდე მოყვარეს, 
ბოლოჟამს კიდე გდიოდეს ცრემლი.

გიყვარდეს, მაგრამ ვერ სძლიო ეშმაკს,
დანებდე რისხვას და არჩიო ბარაბა,
დროის ჩამარხულ პრინცებს ეთაყვანო,
ღმერთს დაუხურო სახლის დარაბა. 

ნანობდე, ბოლოს ტიროდე კიდეც, 
შენი სინდისის სიმცირეს წუხდე, 
მაგრამ არ გატყდე, კვლავაც ღალატი, 
იუდას ეშაფოტს გულდასმით უმზერ. 

საკურთხეველთან პირველი ვდგები, 
რწმენა მრავალგზის გადატრიალდა, 
იუდაც მაშინ ხომ პირველი იდგა, 
მაგრამ მას მაინც დააგვიანდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი