***
სანთლებზე დავარდა ღვთიური ნათება, მეჩეთზე დამდორდა ნისლები აპრილის, საიქიოში შებრძანდა სუდარით, დერვიში პირველი მიმყოლი მაჰდის. ზე იჯდა შემქმნელი ყოველი მაღალის, ელოდა მომდევნოს გამოცხადებას, ქვეიწვნენ რაქიბი, ათიდი კალმით ღმერთს უკითხავდნენ მის შეცოდებას. გატრინულიყო ნაკირის წინაშე მუნქარის არცერთი სიტყვა არ ესმოდა, ერთი უნდოდა ენახა უფალი, მის აქ შემომყვანს სადმე შეჰყროდა. ბოილედურ! და ხმით იძვროდა ქვეყანა, ისრაფილს საყვირი სულ გადავიწყნოდა, და წარსდგა ცოდვილი შვილი მამასთან, დაუდგა წამი რომელსაც ელოდა. ერთი ახედა მზერამიხდილმა, ზენიტზე მჯდარიყო სამსარის მშობელი, თავი დახარა ელოდა სიტყვას, მიდიო, მითხარი სათქმელი ყოველი. ჯალალი არ იყო ღმერთი და უთხრა, მობრძანდი ცოდვილო შვილო შაქირი, სირატის გზაზე გივლია ვატყობ, არ გაქვსო საქმე აშკარად სატირი. ბოილედურ! და ხმით იძროდა სოფელი, საიქიოში დადუღდა ფიქრები, საითკენ გაუშვებს ჯიბრალი შაქირს, მაგაზე ფიქრობდენ აქეთ ცოცხლები. მობრძანდა მალაქიც ტახტის ქვეშ მყოფი, ახლოს მივიდა ზენასთან ბაგით, გაუბა ჩუმი ბაასი ზემყოფს, Თვალს აპარებდა აქეთკენ თითქოს. ვიციო, თავსღა უქნევდა მეფე, განდაგან ხოლმე აღმოხდებოდა, მართლაო? ერთხელ შესძახა უცებ, წუწუნით თავი გვერდს უხდებოდა. ბოილედურ! და ხმით იძვროდა ქვეყანა, კარგი, წადიო უთხრა სულთამბრძოლს, გამოეთხოვა მალაქიც ჩოქვით, თვალწინ დაუდგა შაქირი შემოქმედს. ერთი ეს მითხარ შვილო რიგითო, რისთვის გაგიშვი თუ უტყვი მიწაზე? ამდენი წელი რიღასთვის იცადე, და ახლა უშვილო გინდა რომ მიგიღო? არ განაბნიე ქვეყანად შენ თესლი, მარტოკა აღმოგხდა სული უშვილოს, ეს არის შენი მთავარი გესლი , რომელიც სამჯავროს შენსას გადაწყვეტს. ბოილედურ! მინელდა, ხმა აღარ ისმოდა, იდგა დაფიქრებით ღმერთისა წინაშე, ვერ აღვასრულეო რაც დამაბერე, რა მექნა ვერ დავტკბი ვერავის წინაშე. სულ ერთხელ მეწადა მაგ ვალის გადახდა, სულ ერთხელ დავადგი თვალი ხორციელს, ისიც წამართვი მამაო რა მექნა, ვეღარ ვუხარე ვეღარცერთ სულიერს. ერთი მიყვარდა და ისიც ტყუილად, ვერ ვემსახურეო როგორაც მინდოდა, დაფიქრდი, და კიდევ ჩემი ბრალია რაც შენს სამართალს თავადვე უნდოდა? მაშ, გადმოგეცა ეგ ნიჭი Ჩემთვისაც, და შემეყვარა მეც სხვა ამ გულით, მაშინ იქნება აღარ გეფიქრა, გეთქვა რომ სუფთა ვარ მთელი ამ სულით. ბოილედურ! და ხმით იძვროდა ქვეყანა, ისმენდა ღმერთი და თანდათან თბებოდა, სახეზე ღიმილმა გადაჰკრა უეცრად, სევდით მოსილი შვილი რომ ჰყვებოდა. გაჩუმდა და ღმერთმაც თავი ასწია, დიდ ხანს უყურა სახეში მომდურეს, Თვალს ვერ უსწორებს, არადა იცის, რომ მართალია და უკვე შეუნდეს. თუმცა კი ღმერთმა შექმნა სამყარო, და მოავლინა მას მოდგმა ადამის, ყოველ კაცს ვალი აქვს უფლის წინაშე, ქვეყნად დატოვოს მსგავსი თავისის. თუმცაღა შაქირს ეს არ ეღირსა, და ჩაათავა ცხოვრება მარტომ, Ეს უკვე გაწირვა იყო მისთვის და ამაზე მეტს კი მიიღებს, რატომ?! უსიყვარულოდ განვლო სოფელი, ამაზე დიდი ტანჯვა სად არის, აწი სულ ფეხქვეშ მას უნდა ეგებოს, ყოველი კაცნი მყოლენი საყდრის. შენ დაიჩაგრე ცხოვრებით ისეც, მაგრამ ერთხელაც არა გიცდია, Მას მერე შვილი გყოლოდა ჰოდა, იცოდე სრულიად ტყვილად გივლია. ხომ ხვდები შვილო, რაში გაქ ბრალი, წა... გაეშურე ჯენნეთში ახლა, Ეს იყო ზენას ბოლო სიტყვები, აქეთ კი დუმილი-თანხმობის ნაცვლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი