ადამის ვაშლი


ამ ცხოვრებას ზოგი კარგად გებულობს 
ზოგიც მისგან მხოლოდ ტანჯვას ღებულობს 
Მე კი ვიცი ვერ გავუგე სათქმელი 
და კითხვებზე პასუხებს მიტომ მოველი. 

ზოგი იტყვის გაუვლია სულ ტყვილად
ზოგიც თბილიად ჩაიღიმებს გულჩვილად
ზოგი იქნებ კიდეც გამაკრიტიკებს
"ვერ ცოდნია, არაფერზე ქილიკებს" 

ჰო მე იქნებ ვერ გავუგე ცხოვრებას
ვერ გავუგე ამ დუნიის დინებას
Მაგრამ თავი ბევრ ტანჯვას რომ ინახავს 
ტანჯვით სავსე, თქვენ არასდროს გინახავთ!..

რა უნახავს, იტყვის ზოგი სიცილით
დატრიალებს ქვეყნად სიცილ-კისკისით
Მაგრამ ბაგე ბევრ სევდას რომ ინახავს 
ცრემლით სავსე იგი თქვენ არ გინახავთ!..

ჰო მერე რა ერთხელ ყველა იტირებს 
და სიკვდილსაც სიცოცხლესთან იჩივლებს. 
Მაგრამ სული ბევრ ცოდვას რომ ინახავს 
მიქაელის ცელზე თქვენ არ გინახავთ!..

რა მინდოდა მეთქვა მე ამ სტროფებით
ერთხელ ყველა ცდება უმეცარებით, 
ჰო, მეც შევცდი, ცოდვილი ვარ აწი მე
და ადამის ვაშლის გემო ვიგემე. 

Როცა ყველა თავის ცოდვას მიხვდება
ალბათ მაშინ ძალზედ გვიან იქნება 
მივალ სადაც ანგელოზნი მღერიან
ჰო, იქ მივალ სადაც მუდამ მელიან!

ამ ცხოვრებას ზოგი კარგად გებულობს 
ზოგიც მისგან მხოლოდ ტანჯვას ღებულობს 
Მე კი ვიცი ვერ გავუგე სათქმელი 
და კითხვებზეც პასუხს აღარ მოველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი