ისეთი სიყვარულით მძულხარ...
მთვარე დაბნელდა, მზე მისავათდა, დაემხო ზეცა ნათელმიმფენი, ფიცი ქარს გაჰყვა, შენი ნაფიცი, რომელიც დასერილ გულზე მიფენი. გაღრმავდა ეჭვი, გატეხა გული არარაობა იკიდებს ფეხებს, და მე ვგრძნობ სულში როგორ იფრქვევა, ზიზღი და შიში, მებრძვის და მეძებს. სულ გამაძულე ეგ შენი თავი, ასე ლამაზმა, ქორფამ და სათნომ, მემგონი ისე ვბერდები ქვეყნად, შენსაზე მჯობნი ვერ უნდა ვნახო. არადა არ ხარ ჩემი და მიკვირს, რად მესურვები ასე უზადოდ, რომ შენს დანახვას ვნატრობდე წამით, და დანახვისას ვკრთოდე უმანკოდ. დამათოვს სევდა, თეთრი ფიფქებით, და გაყინული მოვექცი შენკენ, არადა ხომ ვიცი რომც გამათბობდე, წამით არ გამობრუნდები ჩემსკენ. რაც ჩაიარა, რაც წინ მოგველის წყეულიმც იყოს ეგ ყველაფერი ისეთი სიყვარულით მძულხარ რომ ვერ დავარქვი ვერაფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი