მამლის ყივილს 3 ჯერ გამცემ


გული ბოროტს დაუპყრია
სულთ სიბნელით აევსო
იმ დღეს იაკობის ვარსკვლავს
სიკაშკაშე დაეწყო

ისრაელი იმ დროს თურმე
რომს შუაზე გაეყო
ვისაც სიკვდილთ ეშინოდა
ხმა არ უნდა გაეღო

წლების შემდეგ მასწავლებლად
თვისი თავი წარადგინა
რომის ჯარი მას უყურებს
მომსპარ , ნგრეულ გალავნიდან

მრავლად მყოფელ მოწაფიდან
თორმეტ კაცნი განარჩია
ქრისტეს მოსვლა , ხალხის ცნობას
ტყვიასავით გავარდნია

იგავთ მოსულს , იგავთ მჭვრეტელს
ხალხი სმენად მიეცა
ძალას კარგავს ეპისკოპოსს
გულთ კანკალი მიესმა

მრუში ქალის ქვით ჩაქოლვას
ქრისტე მართლად არ სცნობდა
ხალხის ზნე და მათი ფიქრი
თითქოს წამში გაცოცხლდა

სასწაულის ნახვის შემდეგ
ყველა ერთად გაოცდა
შავ ღრუბელზე თეთრ-მნათობი
ანგელოზი გამოჩნდა

მერე იყო დიდი სუფრა
საიდუმლო სერობა
ღმერთმა ამცნო , მოღალატე
მისგან რომ არ ელოდა

მამლის ყივილს 3 ჯერ გამცემ
პეტრეს უთხრა ეულმა
ყოვლად მართალ , დიდი ცრემლით
იუარა რჩეულმა

ჩვენგან გაკრულ ჯვარზე ქრისტეს
ლოცვა ღმერთს და მადლი მის ხელს
ვფიცავ ამ ერთს როგორც სიტყავს
რომ მოვუსმენ ხშირად მის ხმას

2007წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი