ბედი ისე რომ შემოტრიალდეს
თქვენთვის რომ ვიყო წიგნი გაშლილი თქვენ ჩემს წაკითხვას ეცდებით მხოლოდ ეს ჩემი გული , სევდით დაღლილში ღმერთის ნაკვალევს გაჰყვება ბოლოს ვიცი არ არის თითქოს მარტივი მაგრამ მარტივად მინდა აგიხსნათ მოძრავ სხვეულში , განელებული გადაგიქციოთ აზრი , ქარიზმად ვიცი რომ იყოს თუნდაც ამაო მაგრამ ცდა ხომ ღირს ბედის სასინჯად ღამით ვარსკვლავნი რომ კაშკაშებენ წარმოიდგინეთ მთვარის მაგივრად ბედი ისე რომ შემოტრიალდეს ყველა ჩაგრული , მჩაგვრელს დაეხსნას წყაროდ დამჯდარი პატარა ბიჭი მარტოობისგან დედას დაეცვას ისტორია რომ ისე აეწყოს ფეხი ღარიბზე არვის დაედგას და დახმარების სურვილი ერთხმად ყველა ჩვენგანში , ერთად აღეძრას სიტუაციამ რომ იცვალოს მხარე სიყვარული რომ კვლავ იყოს წმინდა თუნდ დაშორების შემდგომი ფიქრი იყოს ის მაინც რომ მასთან ღირდა ბედი ისე რომ შემოტრიალდეს რომ სადღაც გაქრეს სიმართლის ცნება გამქრალ აზრებში და დამფრთხალ ხალხში ჩემი ლექსებიც უკვალოდ ქრება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი