მთელი სამყარო


შემოვიარეთ მთელი სამყარო
მთელი სამყარო შემოვიარეთ
ზღვები ხმელეთზე გადმოსულიყო
ბუნებას როგორ ველოლიავეთ

ნისლში ჩამხრჩვალი პატარა გორა
წარმოიდგინეთ ფერად ფერებში
აწმყოდ დამდგარი ალალი გრძნობა
კვლავ ჩაქსოვილი ცისარტყელებში

მხოლოდ მე და შენ კარვის ამარად
გრძნობებს უკლებლივ უხდება მთვარე
კვლავ სიყვარული ოქროს გალავნად
კვლავს ვარსკვლავებით მოსილი ღამე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი