ომი, რომელიც გრძელდება
აფხაზეთის ტანჯულ მიწას , მტრის ჩექმები დატყობია სამაჩაბლოს ცხელ აგვისტოს დიდი ჯარი დადგომია და ჩვენ ბავშვებს მტრის დანახვამ შიში უმალ მოგვგვარა გავიფიქრე ცუდმა ძიამ ჩემი მიწა მოგვპარა არ ვიცოდი რა გველოდა , სად მირბოდა ყველანი დედამ მითხრა არ შეშინდე ყველაფერი წინ არის არ მინდოდა დამეცადა ცრემლი აზრებს აქრობდა ციცქნა ბიჭი ავტომატის ასაღებად გარბოდა განა რამე შემეძლო და თავი ურცხვად დავხარე?! რაც შემეძლო გავაკეთე , მხოლოდ ცრემლი დავღვარე ბევრმა ვითომ პატრიოტმა რკინის კარი ჩარაზა და დღეს მათი ვაჟკაცობა , მესმის როგორც მარაზმად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი