არასოდეს მითხოვია
არასოდეს მითხოვია შენდობა მიზეზია რადგან ყველა მენდობა ნგრევის შემდეგ საჭიროა შენება რომ მოგვინდეს ერთმანეთის ფერება ყველა ნაკლი გადაფარეს ფერებმა და მიზნებში აირია ოცნება გაიწელა ღამეების თენება აღარ მინდა არც დღეების მოცდენა ერთი არის დასახული მიზანი გადახვევა ტოფლასია სიკვდილის და საწყენი სულ ყოველთვის ის არის კაცი მუდამ შეცდომას რომ მისტირის ოცნებებში გახვეულმა ფიქრებმა არ იქნება ცილი ურცხვად დაგწამონ და იქნება კიდევ ბევრი დილემა მთავარია შეცდომებმა გასწავლონ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი