როგორ მხედავს სხვა


როგორ მხედავს სხვა
არის მართლაც მეტად რთული
როგორც ღელავს ზღვა
მისთვის ვინცაა მებადური

დავადექი გზას , ბილიკს გემო ვერ გავუგე
დავარწმუნე თავს , საფუძველი გზას დავუდე
თითქოს არ სწამს სხვას , მე ხომ მჯერა ჩემი რწმენის
გზაზე მხვდება ძაღლი მტერის , დაგეშილი და მზად კბენის

ჩამოვშორდი ხალხს , ვისი სვლებიც არ მაწყობდა
დავარწმუნე თავს , ბოლოს მოძმე დამამხობდა
დამიმშვენებს მხარს , მჯერა და მწამს მხოლოდ ერთი
ცოტას ვიტყვი და ბრძნულ სიტყვას , არც ყბედობა მიყვარს ბევრი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი