ყველა ლექსი გავატანე ქარს


ყველა ლექსი გავატანე ქარს
გადახევა არ ვაკმარე ფურცელს
ალბათ ახლა მიუყვება მტკვარს
სინანული შემომაწვა უცებ

წლების წინად ჩავატანე გრძნობა
წლების უწინ ფიქრი მკლავდა მასზე
დღეს უბრალოდ დამეკარგა ნდობა
ზედმეტია ლაპარაკი ფასზე

ნიჭი არის თუ ნაკლს ვხედავ ჩემში
სიყვარული , თან რომ დამსდევს წყევლად
მჩვევია რომ გავეხვიო ცეცხლში
ფენიქსივით გადავიქცე ფერფლად

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი