სულ მალე ისევ ვიბრძოლებთ


სულ მალე ისევ ვიბრძოლებთ
ოთხასი მეტრი დარჩა
დაგვიფასდება მონობით
მოპოვებული გარჯა

სულ მალე ისევ ვიბრძოლებთ
ჯერ მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ
ომის მოგების იმედს ვიტოვებ
ვიცი ბრძოლაში ძმა არ მიმტყუვნებს

ცხრა სიცოცხლე ერგუნათ ჩემთვის
ცხრაჯერ ეს სული სამშობლოს ეტრფის
არ მეშინია ბრძოლაში წასვლის
სხეული ხომაა ჭურჭელი ღმერთის

თუ კი ვიცი რომ ფრონტზე დაცემულს
მართლაც გმირივით მიტირებს დედა
არ შევწირავდი სიცოცხლეს სხვა ერს
მხოლოდ ამ ქვეყნის დიდების მჯერა

მჯერა მეგობრის გვერდით რომ მიდგას
ერთი აზრისთვის , ვიცი მოვკვდებით
მჯერა მეგობრის გვერდში რომ მიდგას
წლების შემდეგ რომ წარსულს მოვყვებით

და მარტივ სიტყვებს დავუსვამთ წერტილს
როცა მიწაზე , ჩვენ გავშლით დროშას
ოთხასი მეტრიც და დამტკიცდება
ვის უყვარს ერი , ვინ ურცხვად როშავს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი