მე


ხშირად რომ მიწევს კამათი მასთან
ცდილობს მიმასწროს ფინიშის ხაზთან
ის არ ნებდება რომ მხედავს სხვასთან
ჭიდილი უყვარს საკუთარ თავთან

ცუდის და კარგი შორის ჩადგება
ჩემი პირადი ღმერთი გახდება
ცუდის კეთების მყოფელს მე ფიქრში
სინდისის სახით ჩემთან გაჩნდება

ხშირად მებრძვის და ის მაძლევს ძალას
მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს ამას
ვიცი ყოველთვის მე ვიწყებ დავას
ის მაიძულებს არ ავყვე ქალაქს

და მეუბნება ის ვიყო რაც ვარ
ყველა ვერასდროს შეგხედავს კარგად
ფუჭად ნუ კარგავ ნიჭსა და ტალანტს
ვიღაც ყოველთვის დაგიშენს ტალახს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი