სუსტის ჩაგვრა არ შეჰფერის ვაჟკაცს


სუსტის ჩაგვრა არ შეჰფერის ვაჟკაცს
სხვის ცხოვრებას უმახინჯებ წარსულს
გაიღიმე , გააღიმებ სხვასაც
და არავის აატირებ , წასულს

თუ გიგრძვნია ერთხელ მისი ტირილი
ბოლო ხმაზე რომ ითხოვდა შველას
უთხოვნია ვიცი ბევრჯერ სიკვდილიც
და გვერდიდან იცილებდა ყველას

გაიაზრე არასწორ გზას მიჰყვები
გგონია რომ მთელ სამყაროს ფლობ
სანამ ჩემი ლექსის დასკვნას მიხვდები
სხვის გრძნობებზე ნუ თამაშობ გთხოვ

დღეს იმარჯვებ ხვალ კი ქვესკნელს ჩაძვრები
ვერასოდეს ვერ აჯობებ დროს
ბოლოს მხოლოდ არაკაცი გახდები
ღმერთს ჩაგრული დახმარებას სთხოვს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი