სოფელი მიყვარს , დილით რიჟრაჟზე


სოფელი მიყვარს , დილით რიჟრაჟზე
გამოცოცხლებულ ბავშვებს რომ ვხედავ
მიყვარს მე ჩემი , მთები და მდინარე
ყოველ საღამოს  , ვათენებ დილამდე

სამოთხის ნახვა თუ გინდა მომყევი
სიცოცხლის შემდეგ , იგივე ნახავ
და ბედნიერი ყველგან მოყვები
რა დაგიკარგავს და რამდენს კარგავს

ბუნება თუ გიყვარს , მთაში გაიქცევი
ფრთების გარეშე ცაში აიჭრები
ტყეში სიარულით , სულ არ დაიღლები
ბრაზ მორეული უმალ დაიცლები

ერთხელ ვცხოვრობთ მხოლოდ ,ბევრს ხომ არ ვითხოვ
მივდივარ იქ სადაც ეს გული მიხმობს
ვებრძვი დინებას , არ ვიცი რა ვარ
სულელი ვარ თუ უბრალოდ ბრმა ვარ

მაგრამ იქ ვცდილობ , დავტოვო კვალი
ჩემი მიწის მე მმართებს ვალი
რომ დავუბრუნდე ჩემს ნაცნობ გზებს
ცოცხლად  შევწირო სხეული ზღვებს
მე გაგრძნობინებ ლექსებით მთებს
მე დაგანახებ მწვერვალზე ღმერთს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი