შუბლის ძარღვი არ გაგიწყდეს მეგობარო
შუბლის ძარღვი არ გაგიწყდეს მეგობარო ყველა შემდეგს კი ვუშველით რამეს სხვას ზემოდან არ უყურო მეომარო ერთნაირად შევცქერივართ მთვარეს წარმოდგენას დამიკარგავ მენდე თუ ღარიბ კაცს გამოარჩევ მდიდარს მე ღარიბი მირჩევნია მეკვლედ ოჯახისთვის რომ დასახავს მიზანს ფრენის ცოდნას სწავლა უნდა მეგობარო მჯერა შეძლებს , გაამართლებს იმედს შანსი უნდა , გთხოვ აცადო მეომარო წლების წინად , დაემონა ფიქრებს ცხოვრებაში მთავარია შებრალება სისხლით მტერს რომ განუცხადებ ძმობას სასიკვდილოდ ბოროტიც კი მენანება რჩეული თუ დააფასებს ნდობას სულ შიმშილი რომ გიკლავდეს იმდეს უფულობა რომ გართმევდეს ძალას ბოროტება ნუ გაგირყვნის იმ ერთს ყველა მაგ შენს , ცუდ ქცევას რომ ფარავს მაგ შუბლის ძარღვს გაუფრთხილდი მეგობარო ერთხელ წყდება , არ უშველის ფერება არ გეგონოს აღმავლობა სამუდამო შეგეშლება და ცხოვრება გერევა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი