დრო დადგა , გვიწყვეტენ არიებს


ფარას ხროვისგან ვერ არჩევს ეს ხალხი
ყველა ხროვაში ასაღებს თავის ხმას
ზედმეტი იქნები , ნუ ფიქრობ შეძვრები
ბოლოს იცოდე სუსტიც კი გაგრიყავს

შიში შევატყე , მაგ ამაყ მზეარას
ბებერი ტოტია გარიყეს მოყმებმა
ცხვრის ფარას მგელი რომ ჩაუდგეს სათავედ
იქ ცხვარი მართლაც რომ მგელივით მოკვდება

ხროვა არა მწამს , ბრბოში გადასული
სიტყვას შემისწორებს და თან მეფიცება
საერთო აზრზეა მასა გადასული
ქვებით ჩაქოლვაც რომ აღარ ერიდებათ

თქვენზე შემყურე ძალიან მეცინება
დრო დადგა , გვიწყვეტენ არიებს
ჩვენი წვალებით დალაგებული
ქვეყანა სასტიკად არიეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი