ეს საქართველო
ეს საქართველო , ჩემო ქართველო წინაპრის ხელით ნაშენებია იცოდე წმინდაა ყოველი მიწა სადაც ბერიკაცს დასთენებია თითო აგურსაც თავისი გზა აქვს წარსულს უმშვენებს შავი კლდებია ხან დანგრეული გვიკეთებია ხანაც თავიდან გვიშენებია ჩვენ რწმენა გვქონდა , უფალი ღმერთის და ეშმაკები გვითხრიდნენ საფლავს ყველა ცდუნებას თან სდევდა გველი გველი არასდროს დაინდობს მართალს ფიქრებით მთაში , სულ წლების თვლაში გიყურებ პაპავ , ცრემლი გაქვს თვალში გაშლილ მინდორში , ხის ძირას ბაღში მოჭედილია ვარსკვლავი ცაში შენ კი შეყურებ , ვარსკვლავებს , ტკბები გიმძიმს ცხოვრება მე ამას ვხვდები თითქოს დაკარგე ყველა შანსები წამოგეზარდნენ თვალწინ ვაჟები და მიგატოვეს , თითქოს არასდროს არ დაგიკლია ამაგი მათზე არც გეფიქრდება სად შეგეშალა ყველაფერს იღებ საკუთარ თავზე ფიქრობ რომ მათთვის თავს არ ზოგავდი ეფარებოდი ნიავს და ქარბუქს დაფასება რომ მათ ვერ ასწავლე უნდა გყოლოდა ისინი ახლოს მერე პანსიონს რომ მიაშურე დაგხვდა ოჯახი რომელსაც მოწყდი წარმოგიდგება შენ სიბერის დროს რომ შენს შვილიშვილს თუ როგორ კოცნი ბედნიერს ხედავ , უშენოდ ალბათ ვერ ჩაერევი გარიყვას არჩევ ისიც იცოდეს მაგ შენმა შვილმა ერთ დღესაც შენსავით მარტო რომ დარჩეს მამის ნაკვალევს მიყვება შვილი ის მაშინ არჩევს ტყუილს და მართალს თუ შვილი ოდესმე გარიყავს მამას ის მხოლოდ თავად გაითხრის საფლავს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი