აღარ უძღვნიან პოეტები სამშობლოს ლექსებს
აღარ უძღვნიან პოეტები სამშობლოს ლექსებს თითქოს დატოვა მუზამ მარტო , ჩვენი მგოსანი თუ საქართველოს სიყვარულით კვლავ გული გვიცემს არ დავივიწყოთ , ერთ დროს ვიყავით თავის უფალი ვერც ისტორიას დაგვიწუნებს , სხვა ქვეყნის შვილი ვერავინ იტყვის გაიქცაო გურჯი ბრძოლიდან ყურს წინაპართა საომარი ყიჟინა გვესმის სიამაყით აღვსილი ცრემლი , წვეთავს თვალიდან ისტორია გვაქვს საოცარი , ჯერ არნახული სასწაულები თურმე ხდებაო იტყვი თამამად როცა უცხონი ჩამოდიან , ჩვენს ქვეყანაში ჩვენ პირველ რიგში წარსულს ვყვებით ,ასე ამაყად იმ ბრძოლას ვყვებით , ასე რომ გვიყვარს მოსმენის შემდეგ ტანში რომ გვბრუძგლავს როგორ გადავრჩით ყველას რომ უკვირს და ჟრუანტელი აღრშობს მათ სუნთქვას დიდგორის ველზე , მრავალი წლის წინ იდგნენ ქართველნი , მომავალს ჭვრეტდნენ უკან ჩახერგეს , გზები უკუსვლის და მტერს პირდაპირ , უშიშრად შეხვდნენ თურქი , მონღოლი , ოსმალო , ლეკი და არც ტრაქტატი შესრულდა მეფის ხელს რომ გვიწვდიდნენ , მეგობრის მაგრამ საფლავს გვითხრიდა ბევრი ბრძოლებს შევეშვათ , კიდევ ბევრია რაც საიმაყეს გვმატებს ამ ხალხში სიყვარულისთვის ნაწერ პოემას ვხედავთ უამრავ სხვა ქვეყანაში ბუნება ხომ გვაქვს გადასარევი ვერავინ იტყვის მაგაზე არას თუ პლანეტაზე ჯოჯოხეთია აგვირჩევია სამოთხე ალბათ ქართულ ცეკვაში კარგად იგრძნობა ქართული სულის , ის ღრმა ფესვები როგორ მიყვარხარ სამშობლოვ ჩემო პატარა გულშიც ვეღარ მეტევი ისე ქართველებს როგორ შეგვშვენის მრავალჟამიერს ვმღერივართ ერთხმად ვაზის ცრემლი გვაქვს , სახლში ულევი და სტუმრები გვყავს , ყოველთვის , ყველგან წარსულს პატივს ვცემთ ,მომავალს ვუმზერთ დროის გასვლა ხომ ერთი წამია არ მინდა შვილებმა ჩვენზე რომ ის თქვან ეს შეცოდომები მათი ბრალია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი