თხოვნა


ჩემი რვეული გადაიხა,
დასცვივდა ფერფლი.
მე არვინა ვარ,
როცა არსობს ნიკო და ვაჟა.
ვაშა ილიას!მეგობრებო
შოთასაც ვაშა,
რომ არ ვიქეცით ვანიებად
და წითელ მარშად.
გადაეხვივნენ ველებს გზები
და დრო-ჟამს ძეწნა.
აღარაფერზე არ ვიღგზნები,
მჭირდება ხვეწნა.
ჩემი რვეული გადაიხა,
დასცვივდა ნამი.
ღმერთო,მაჩუქე ეს სამყარო
სულ ერთი წამით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი