რაც გაიფიქრე


რაც გაიფიქრე ნახატად იქცა,
მერე აზვირთდა და გადაიქცა
და თან წაიღო ქალაქი ყველა
ფიქრის სიღრმისა და ზეცის ხელა.

შარავანდია,თუ ღორის დინგი,
არაფერია უაზრო არსად.
ნიკო,ლევანი,შალვა და გიგი
ყველა მოვკვდებით იესოს მსგავსად.

გადაიტანენ ქალები ტკივილს
და შეეცვლება ქვეყანას სახე.
ღმერთო,თუ ვინც ხარ ამ ჟივილ-ხივილს
რაც შეატოვე ყოველი ვნახე.

ახლა ავდგები და ავალ ცაში,
რომ ჩემი სულის გერქვას ბატონი,
რომ ვიყოთ ერთად მე,შენ,სამყარო
და ამავედროს ყველა მარტონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი