ფსალმუნი


დიდება!
იტირე ღმერთო,რომ კაცის ძეს
არ შველის ომი
და მისი სული არაფრიდან 
იკიდებს ნაგავს.
ქუჩა დაგავეს ქალებმა და
წავიდნენ სხვაგან
და თავის ფრთები თვალუწვდენელ 
ცას შეატოვეს
და მარტოობით გავსებული
ეული გული
დევს უკუნში და 
ელოდება გამოდარებას.
შენ კი დგახარ და სიყვარული
ჩამოგდის ცრემლად
და ხელებს გვიწვდი.
ამინ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი