წლები გადიან


წლები გადიან,
მემატება მთებივით ბური.
გადაიტანა ველმა ნისლი
და სულმა გვემა.
მკერდზე მაცხია ამ ცხოვრების
ლაფი და მური.
მტერი მოყვარემ ჩაანაცვლა,
მოყვარე მტერმა.
გადაიტანეს მხრებმს დარდი
და გულმა დაგვა,
რომ ვერ შევძელი შვილის ყოლა
და ნერგის დარგვა.
ისე დაბერდა ყოველივე,                                           რომ არ სურს შობა.
გავნელდი,უკვე არ მანაღვლებს
აღდგომა,ბზობა.
წლები გადიან,სიყვარულო
არ ვამბობ არას.
ბუდა ქარს გაჰყვა და იესო
დრომოჭმულ ფარას.
კიდევ დაბადეთ მთებო ნისლი
და ჰანგი ქარო,
რომ ეს დამფრთხალი სააქაო
კვლავ შევიყვარო.
გათენებამდე არ მენაღვლო
ოცნებავ ჩემო,
არ ვკარგავ იმედს
ისევ მახსოვს ცხოვრების გემო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი