****


ერთხელ,როდესაც ინათებს,
როს ცას ეცვლება ელვარი
აღარ ვიქნები და დარდიც
გაქრება გულში მღელვარი.
გადაიხრება ზაფხული,
ოდეს დელგმა და ქარია
ღვინობისთვეში და ქვევრიც
იტყვის,რომ ღვინო ქმარია,
დაუდეგარი და ცხელი,
წყურვილით აურაცხელით.
ყელში სიმღერად რაც არი,
არის აქ ყოფნის ნაცარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი