მინიატურები
*** ცხელა... პეპელა გაეკიდა გაქცეულ წყაროს. სამი დღე სდია. ****** ქერუბიმნო გვედრით დამსვით ღმერთის გვერდით. ****** ჩვენ დედამიწის ყვავილნი ვართ მფეთქავნი მზის ქვეშ. ****** რია-რია!ჰაერია მე კი ვყლაპავ რკინას და ტყუილში და მართალში ძვლები გამეყინა. ***** ევა შენი თმათა რხევა ვინძლო! დაუნჯდა და მზემ ხმელეთი ირძლო. ****** არ ელოდა ქრისტესგან ცას და სამოთხეებს, ჰოდა ადგა იუდა და შეერია ხეებს. ***** გადასცდა ზამთარს ქარიანი, ცივი დღეები. შენ გული ჩემი. ******* ტალღა ტალღას ანაცვლებს, ბგერა ბგერას,წამი წამს. როცა მარტო დარჩები ვეღარავინ დაგიცავს. ******* აყეფდა ძაღლი, გადიფარა ამ ცამ საბანი. ხმაურობს ქუჩა და ოთახი და პირსაბანი. ***** წავიდა, ცხოვრება გადაჰყვა ფოთლებს. აქ მარტო ომია და გმინვა ახლა და მაღლა და მაღლა, მაღლა და მაღლა მიფრინავს ეგ შენი ნეტარი სული. ****** დამასკდით აექ! არ მივიღებ არაფერს მკმარადს. ,,მე იგივე ვარ,იგივე ვარ მარად და მარად". ***** ცხოვრება ღირსი არცარი, რომ გამააბა ბაწარი. ***** ცრემლი ჩემი ღვარული ამ ოთახის ფერია. ვფიქრობ ჩემი განცდები მზისქვეშ ყოფნის მტვერია. ******
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი