გთხოვენ?


გთხოვენ?
ჰოდა დაღვარე
ეგ ბინძური სისხლი. 
დალიონ 
და დანაყრდნენ
და ერდოზე დასხდნენ,
მერე უსახსრობაზე
მოიგონონ რამე
და ასე
გამუდმებით
არ დასრულდეს ღამე.
გთხოვენ?
ჰოდა დალეწე!
გთხოვენ?
მოისროლე!
დედამიწა დაგლოცავს,
ცა გაგიჩენს ცოლებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი