ფრთები რომ გქონდეს ანგელოზი იქნებოდი
ყველაზე საშინელ ამინდად მოღრუბლულობა მიმაჩნია რომელიც სწორედ ჩემს სამუშაო დღეს დაემთხვა.როგორც ყოველთვის თხლად შემოსილს და ქუჩაში მიმავალს მხოლოდ ამქვეყნიურ სატანჯველზე მეფიქრება და მაინც ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ იქ, სადაც არ მაგვიანდება...ვუახლოვდები დანიშულების ადგილს,ვაღებ კარს,ვესალმები მენეჯერს და ვაგრძელებ გზას სამზარეულოსკენ საიდანაც ჩემთის არასასიამოვნო კერძის (თევზის) სურნელი მოდის,კოცნით ვესალმები მზარეულსა და დამლაგებელს და თვალს მაინც თევზისკენ ვაპარებ. -ლია დეიდა,ეს საშინელი თევზი რა მოსაწონია? -ბიჭებს უნდათ შვილო,შენ შეგიძლია ლობიო მიირთვა ესეც უსიამოვნო ფაქტი,რამაც შეიძლება დილის განწყობა გაგიფუჭოს. -კარგი.ლია დეიდა, მაშინ ყავა დავლიოთ მე შენ და ნინომ. ყავისა და შოკოლადის შემდეგ კომპიუტერთან მივდივარ და ვრთავ სიმღერას ,,Pink is my favorite color". ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა მაგრამ არასამუშაო გარემო და ნაკლები ხალხი.მეც ვერთობი გარეთ ცქერით და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ეჭვიანი მზერით,როცა ბარის დახლთან თავისუფლად მჯდომს მხედავენ. უქმად გატარებული რამდენიე საათის შემდეგ მაღაზიის მფლობელის შვილი შემოდის რომელსაც რამდენიმე დღის წინ გული წითელი მშრალი ღვინით ,,ჩამოვბანე". -გამარჯობა -ანუკა მოგესალმა -მეც მოგესალმე,თავი დავუქნიე ხომ დამინახეთ -შენ ბევრს ფიქრობ.მეუბნება ის -უკაცრავად?რა იცი,რომ ჩსულ ვფიქრობ? სულ მხედავ? -როცა გიყურებ სულ ჩაფიქრებული ხარ.იცი ფიქრი რას შვრება? -ნაოჭებს აჩენს -დეპრესიას იწვევს,გირჩევ არ იფიქრო.მე მსგავსად ვფიქრობდი და დეპრესია დამემართა. ........... გარეთ გავდივარ და მზარეულის ქმართან ერთად დამლაგებლის ქმარი ზის. -ბატონო გოჩა,რა მოგართვათ ? (თქვენობით მხოლოდ ხუმრობით მივმართავ) -ცხელი წყალი და ლიმონი .... ისევ გარეთ ვდგავარ.ჩიტები დაბლა დაფრინავენ და სრულიად არაეტიკეტურად ტყავის ქურთუკში გამოწყობილი და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩემდაუებურად ფრთების იმიტაციას ვაკეთებ. -ფრთები გაქვს?...მეკითხება ,,ბატონი გოჩა'' და თბილად მიღიმის. -არაა,უბრალოდ(მეღიმება) -ფრთები რო გქონდეს ანგელოზი იქნებოდი და გაფრინდებოდი. ისევ გამეღიმა. ... -ანაააააა........მესმის ხმა ჰოლიდან -ჰო,დათო -რამე სხვა მუსიკა ჩართე ......... ფრთები რომ გქონდეს ანგელოზი იქნებოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი