აგვისტო
დღეს თხუთმეტი აგვისტოა -ზურა,ნეტავ შემოდგომას ზუსტად იმ ფერებში ვხედავთ როგორც გვეჩვენება? -.....შეიძლება. ყველა თავისებურად ხედავს,რას გაიგებ. -შენ?...შენ როგორ ხედავ? -როგორ უნდა ვხედავდე?...ალბათ ფოთლების ქაოტური მოძრაობა,აქა-იქ სიყვითლე,სიჭრელე და ბაზარში სავსე დახლები,იქვე მდგარი წელში მოხრილი მოხუცებით. -სულ ეგ არის? -ამას ვხედავ. -........ -დღეს თხუთმეტი აგვისტოა -მაგრამ შემოდგომა მოდის... -ეჰ გიორგი.....,ჩვენთვისაც? -ჩვენთვისაც....ჰოო..ჰოოო,ჩემთვისაც....შენთვისაც....ლადოსთვისაც,ნიკასთვისაც....ყველასთვის,უკვე მერამდენე წელია მოდის,თითქმის რვა წელია ზურა,რვა წელი... -ჰო... -არ ელოდები?...არ ელოდები,რომ მოვა ისეთი შემოდგომა ,რომელიც შენი მოლოდინისგან სრულიად განსხვავებულია? -ველოდებოდი,ჰოოო შვიდი წელი ველოდი.... -....ახლა?....ჩვენ ხომ ყველანი თავის უფლები ვართ -ჰაჰ....თავის უფლები....... -ჩვენ დავინახავთ,ზურა......დავინახავთ ყველა იმ წარმოუდგენელ სილამაზეს რასაც წლებია ვხატავთ,როცა ვხუჭავთ თვალს.ცხენზე ვიჯირითებთ,ეს ხო შენი ყველაზე დიდი სურვილია,წითელ ღვინოს დავლევთ საღამოობით ბიჭები,ისევ გვეყვარება და ვეყვარებით ყველას,გესმის?ყველას... -.....მე ვხედავ ნაცრისფერ კედლებს -თავისუფლებას,ზურა? -მოსჩანს..... -დღეს რა რიცხვია? -თხუთმეტი -.....აგვისტო........
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი