ღამის ფიქრები


-თვალების გარშემო გაჩენილ ნაოჭებსაც დროს აბრალებ ალბათ...
-ასე არ არის?
-გინდა რომ იყოს
-წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს ელოდებოდე მნიშვნელოვან მოვლენებს,წუთები და წამები კი ისე სწრაფად გადიოდეს ,რომ ვერც კი აცნობიერებდე რა უცებ გადის დრო.
-არაფრად მიმაჩნია საუკუნეების განმავლობაში ფერფლად ქცეულ გრძნობათა ,,დროული'' სააშკარაოზე გამოტანა.....ვითომ დრო მიდის...
-აზრიც კი არ აქვს გესაუბრო,რაოდენ მტანჯველია აგვიანებდე იქ,სადაც ყველაზე მეტად გელოდებიან,ან პირიქით-გიწევდეს ლოდინი იმის გამო,რასაც (ვისაც) აღარც გახსოვს იმდენი ხანია ელი...
-დაე აღიგავოს ადამიანთა მეხსიერებიდან დროის არსებობა ან შეგრძნება,გაქრეს ნაოჭებიც და ის თეთრი თმაც პარადოქსალურად რომ აფიქრებინებს მოკვდავთ ჟამთასვლაზე!
-უდაბნოში ოაზისს ვერასოდეს დაინახავ!
-თუ არ ეძებ,ვერაფერ იხილავ...
-ხედავ სიყვარულს?! ხედავ რამე აბსტრაქციის მნიშვნელობას?! ეხები ან გრძნობ?
-ვდგავარ დედამიწაზე,ვსუნთქავ,ვგრძნობ ჰაერს,რომელიც ჩემს ფილტვებს ხარბად ესაკუთრება,გეხები შენ და მიმაჩნია,რომ ეგ შენი აბსტრაქცია დროსთან ერთად იავარქმნილი,გამოგონილი წარმოდგენაა გონების უძველეს ნაწილში...
-წარმოდგენა არ გაქვს სიცოცხლეზე,ცხოვრებასა და ამქვეყნიურ რაობებზე!
-შენი გზა რომელიც საცალფეხო ბილიკსაც კი არ სცდება,ვერასოდეს დაგანახებს მარადისობისკენ მიმავალ ფართო სარბიელს!
-რომელიც?
-ისეთივე ბლეფია როგორც დროის კანონზომიერი არსებობა განუსაზღვრელ სივრცეში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
რატი ჩრდილიავაგანტი4 წლის წინ

კარგია!

gmadlobt

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი