ცრემლების დარდი


თოვლიან გზას მიუყვებოდა გათოშილი ხელებით და ხვდებოდა, რომ მის გულში აღარაფერი დარჩენილიყო სიცარიელის გარდა. გათოშილ სახეს ცრემლი უთბობდა, სწორი მიმართულებით რომ ჩამოედინებოდნენ სახეზე და ტოვებდნენ კვალს.
    მათ არ იცოდნენ რატომ იფრქვეოდნენ უმისამართოდ სახიდან-დედამიწაზე.მხოლოდ და მხოლოდ  თავიანთი დიდი სახლიდან თავისუფლებისთვის დაიძრნენ,თუნდაც იმიტომ,რომ გათავისუფლებული ტკივილიანი გრძნობები ყინულს შეერთებოდნენ და მათთან ერთად გაუჩინარებულიყვნენ მზიანი დღის შემდეგ.
    ცრემლებმა არც ის იცოდნენ,საიდან შეიძლებოდა დაბადებულიყვნენ,მათ არ უყვარდათ თავიანთი პატრონი,არ უყვარდათ,რადგან იცოდნენ რომ ისინი საშინელ ტკივილს გამოაყოლა , ცივ გზას გაუყენა და ყინვას შეუერთა.რამდენჯერმე გაუგიათ, რომ ისინი დარდის და სევდის შვილები იყვნენ, მაგრამ როდესაც ბედნიერნი ეფინებოდნენ ღაწვებზე მათ ,,მფლობელს’’,ფიქრობდნენ, რომ მათი ვარდნა დედამიწაზე თურმე-სიხარულსაც იწვევდა.
    ცრემლებს არ გვიყვარს ტირილიო,ფიქრობდნენ თავისთვის და სხვა ბევრ რამესთან ერთად ისიც იცოდნენ,რომ მათ დაშრობაც შეუძლიათ, მათაც ტკიოდათ გაქრობა ,მაგრამ ყველაზე მეტად ახლა ისინი ყინვაში მიმავალ ადამიანზე დარდობდნენ, რომელიც არ უყვარდათ თუმცა ყველაფერთან ერთად იცოდნენ რომ ერთდ დღეს სწორედ ამ ,,აუტანელ’’ არსებასთან მოუწევდათ პირისპირ შეხვედრა და მათგან რომელიმე აუცილებლად განადგურდებოდა.....
   ....თუმცა ისინი ოდესმე ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან, რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს ის ადამიანი გაიმარჯვებს, გათოშილი სახით ყინულიან გზას რომ მიუყვება სულგაყინული,მაგრამ იცის, რომ მარმარილოს ქვაზე გამოსახული საყვარელი ქალის სილუეტის დანახვისთანავე აუცილებლად ,,გაათავისუფლებს’’ ცრემლებს,რომლებსაც თავიანთ ,,პატრონზე’’ მეტად მისი გაყინული სიყვარული ეჯავრებოდათ და სწორედ იმ მშვენიერ ქალბატონს აბრალებდნენ ცრემლები თავიანთ ტკივილიან დაბადებას...................................................
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი