ხმაურიანი მგზავრი
ზამთრის სიცივე. მგზავრებით სავსე ავტობუსი და სიჩუმე,რომელსაც მხოლოდ ტრანსპორტის რახრახი არღვევდა, იმაზე მეტად მოსაწყენი იყო ვიდრე ამ ფრაზის ამოკითხვა თეთრ ფურცელზე. იღება კარი,ირღვევა შემაწუხებელი სიჩუმეც და ადგილს იკავებს საშულო ასაკის,თავისუფლად,მაგრამ მაინც განსხვავებულად შემოსილი მამაკაცი და ყველა მგზავრის ყურადღებას იპყრობს, თავისი მთვრალი ადამიანისთვის დამახასითებელი მანერებით. დაჯდა,ერთ ლამაზ ქალბატონს მიაპყრო მზერა და საუბარი წამოიწყო,თან ისე მკაფიოდ,რომ ყველა შეიშმუშნა,რათა მიეხვედრებინათ,რომ მისი საუბარი არავის აინტერესებდა. ყველას გაუსწორა მზერა,ვინც ახლომახლოს ეჯდა,ყვებოდა მაგრამ ვერავინ ხვდებოდა რას.იხსენებდა რაღაც ისტორიას,უფრო მეტად ბრაზით,წყენით. ხალხი გვერდით იხედებოდა კონტაქტის არდამყარების მიზნით.....ვერავინ იგებდა მის ნაუბარს. ყველაზე ხმაურიანი მგზავრი არ ცხრებოდა,ხელებს იშვერდა ხან ვის ელაპარაკებოდა,ხან-ვის. უკვე,როდესაც თითქმის ყველამ თავის სახლს მიაშურა და ტრანსპორტშიც რამდენიმე დავრჩით,ისიც დაიღალა და ჩაფიქრდა,თუმც ეს ჩაფიქრებაც წამიერი გახლდათ, უცებ იყვირა ,,-იციიიიიით რატომ ვარ ასეთი? იციიიიიით?" ........................... გაფაციცებით დაიწყო ჩანთიდან ნივთების ქექვა.წიგნი ამოიღო,გადაშალა და შავ-თეთრი ფოტო ყველას დაგვანახა,საიდანაც ხალგაზრდა ბიჭი შემოგვცქეროდა თბილი ღიმილით.... ,,-აიიიიი,აი ხედაააავთ?! ეს მომიკვდა......ხედააავთ?!" ........................... იმ მომენტში იმაზე მეტი სიჩუმე ჩამოვარდა რაც ,,აბეზარი" მგზავრის ამოსვლამდე იყო....გამაყრუებელი სიჩუმე.....ისიც ტიროდა,ფოტო ისევ სათუთად ჩადო წიგნში და ხმა აღარ ამოუღია. ვერავინ გავიგეთ ვინ იყო შავ-თეთრ ფოტოზე ლამაზად მომღიმარი ბიჭი,მაგრამ ყველა იქ მყოფმა,ისევ და ისევ გავიხსენეთ,თუ როგორი გემო აქვს ცრემლს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი