ფულის მანქანა მონეტებს ჭრის


საათის ისარს ვასწორებ ღამით,
 საპირისპირო მიმართულებით,
შენ ვერ გაიგებ მე ხომ ამ დროს
ისევ ვიხსენებ წაგებულ ომს...

     თუკი ძმელია შენთვის გოდება
გადააგორე წამი გონებად
ვიცი, ისწავლი გამართულ ფიქრს,
ფულის მანქანა მონეტებს ჭრის.

       დაიგვიანა მატარებელმა
წუთი წუთს მისდევს წამი-მარშრუტს,
იქნებ განსაზღვრო საით მიდიხარ
დარბაზში ისევ ტაშები ქუხს...
      
       იქნებ დაიწყო ნავის მზადება
იცი გარშემო საოცრად წვიმს?!
გამოიდარებს გადაუღებლად 
თუ გადაიხდი თამაშში ძვირს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი