ღამის ფიქრები
-თვალების გარშემო გაჩენილ ნაოჭებსაც დროს აბრალებ ალბათ... -ასე არ არის? -გინდა რომ იყოს -წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს ელოდებოდე მნიშვნელოვან მოვლენებს,წუთები და წამები კი ისე სწრაფად გადიოდეს ,რომ ვერც კი აცნობიერებდე რა უცებ გადის დრო. -არაფრად მიმაჩნია საუკუნეების განმავლობაში ფერფლად ქცეულ გრძნობათა ,,დროული'' სააშკარაოზე გამოტანა.....ვითომ დრო მიდის... -აზრიც კი არ აქვს გესაუბრო,რაოდენ მტანჯველია აგვიანებდე იქ,სადაც ყველაზე მეტად გელოდებიან,ან პირიქით-გიწევდეს ლოდინი იმის გამო,რასაც (ვისაც) აღარც გახსოვს იმდენი ხანია ელი... -დაე აღიგავოს ადამიანთა მეხსიერებიდან დროის არსებობა ან შეგრძნება,გაქრეს ნაოჭებიც და ის თეთრი თმაც პარადოქსალურად რომ აფიქრებინებს მოკვდავთ ჟამთასვლაზე! -უდაბნოში ოაზისს ვერასოდეს დაინახავ! -თუ არ ეძებ,ვერაფერ იხილავ... -ხედავ სიყვარულს?! ხედავ რამე აბსტრაქციის მნიშვნელობას?! ეხები ან გრძნობ? -ვდგავარ დედამიწაზე,ვსუნთქავ,ვგრძნობ ჰაერს,რომელიც ჩემს ფილტვებს ხარბად ესაკუთრება,გეხები შენ და მიმაჩნია,რომ ეგ შენი აბსტრაქცია დროსთან ერთად იავარქმნილი,გამოგონილი წარმოდგენაა გონების უძველეს ნაწილში... -წარმოდგენა არ გაქვს სიცოცხლეზე,ცხოვრებასა და ამქვეყნიურ რაობებზე! -შენი გზა რომელიც საცალფეხო ბილიკსაც კი არ სცდება,ვერასოდეს დაგანახებს მარადისობისკენ მიმავალ ფართო სარბიელს! -რომელიც? -ისეთივე ბლეფია როგორც დროის კანონზომიერი არსებობა განუსაზღვრელ სივრცეში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი