მე ,რომ ჩიტი ვიყო...


მე რომ ჩიტი ვიყო, აუცილებლად მთელ ქვეყანას შემოვიფრენდი და გულის გახეთქვამდე დავღლიდი ჩემს ფრთებს, ვაჟასი არ იყოს, წვიმა რომ ვიყო, აუცილებლად მაშინ მოვიდოდი, როცა ძალიან მოვენატრებოდი ადამიანებს და არა მაშინ, როცა რაიმე ექნებოდათ დაგეგმილი, ფიქრი რომ ვიყო, ადამიანის ტვინს ამოსუნთქვის საშუალებას მივცემდი, სიტყვა რომ ვიყო, მხოლოდ მაშინ ამოვიდოდი ადამიანის პირიდან, როცა საჭირო ვიქნებოდი, ფერი რომ ვიყო, ალბათ მუქი მწვანე ვიქნებოდი, სეზონი რომ ვიყო -გაზაფხული.. თუმცა, ბედად ადამიანობა მხვდა და ალბათ ესეც იმიტომ, რომ სწორედ ამგვარ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ ბედნიერება.
ბედნიერება კი ის აქ და ახლა მომენტებია.

მე არ ვიცი სად, მე არ ვიცი როდის ან რატომ ან როგორ ღირს ცხოვრება, თუ არა აქ და ახლა – როცა წამით შეგვიძლია დავფიქრდეთ და მივხვდეთ რომ ჩვენ თუ მოვინდომებთ ყველა წამს ბედნიერების ფერით გავიფერადებთ☀️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი