ჩემს ადამინათან სხვანაირი სიყვარული მექნება.
ჩემს ადამიანთან სხვანაირი სიყვარული მექნება. ხელს არ ჩავკიდებ და ქუჩა-ქუჩა არ ვივლი, არც კინოს უკანა რიგებში ვიპოვოთ საკუთარ ადგილებს და არც წუთში სამოცჯერ გავუმეორებ, რომ მასზე ვგიჟდები. ჩემს ადამიანს მე დავიჩემებ და ძალიან ჩვეულებრივად, თითოეული საქციელით ვეტყვი, რომ მე ის ყველანაირი საზღვრების გარეშე მჭირდება. მერე, აუცილებლად ბევრს ვიცინებთ ერთმანეთის ნათქვამ სისულელებზე და შუა ღამეს, კორპუსის სახურავზე გულაღმა დაწოლილი ვეტყვი, რომ არ მინდა, გათენდეს. როცა მოვიწყენ, დავურეკავ და აუცილებლად შევახსენებ, რომ მისი ხმას თებერვლის ყველანაირ სუსხიან დღეს ათბობს და რომ ჩემს თმას მისი სურნელი ჯერ ისევ აქვს. თუ ვიჩხუბებთ, ისევ მე დავურეკავ და სულ არ ვიფიქრებ, რომ პირველი ნაბიჯი მისი ვალდებულებაა. ვეტყვი, რომ ბედნიერი ვარ მისი არსებობით და ყველა ის წუთი, როცა ტანსაცმელჩაცმულებს ერთმანეთის გვერდით, გულაღმა გვეძინა, ყველაზე, ყველაზე სუფთა და ბედნიერი იყო. მე მივხვდები, რომ ცხოვრებისეული მომენტების დაკარგვა ცუდი იდეაა, ამიტომ ღამის 4 საათზე ფინჯანი ჩაით ხელში აივანზე დავსხდებით და ერთმანეთს ჩვენი განვლილი ამბების შესახებ მოვუყვებით. მაშინ, ის დრო, რაც ერთმანეთის შეხვედრამდე გვქონდა გატარებული, დაკარგულად აღარ ჩაითვლება. მე ის საქციელებით, ზედმეტი სიტყვების გარეშე მეყვარება და ჩემი ნათქვამი "იმიტომ" ყოველთვის ყველაფერს ვეღარ ახსნის. როცა მივხვდები, რომ ვიპოვე, არასოდეს ვიეჭვიანებ. მეცოდინება, რომ ის ჩემზე მეტად არასოდეს , არავის ეყვარება. ამაში დარწმუნებული ვიქნები და უნებლიე წყენა ათ თვლამდე გამიქრება. ჩემს ადამიანს მე სულ გავუღიმებ, მოვუვლი, მაგრამ სიტყვებით არასოდეს ვეტყვი, რომ მიყვარს. მე ის საქციელებით, ზედმეტი სიტყვების გარეშე მეყვარება და ამიტომ, ჩემი უხეში ნათქვამი "იმიტომ" ყოველთვის ყველაფერს ვეღარ ახსნის. ჩვენ აუცილებლად ბევრს ვიცინებთ ერთმანეთის ნათქვამ სისულელებზე და შუა ღამეს, კორპუსის სახურავზე გულაღმა დაწოლილი ვეტყვი, რომ არასოდეს, არასოდეს არ მინდა, გათენდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი